აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა

26 დეკემბერი, 2020

,,წყლის შესახებ” საქართველოს კანონის 41- მუხლის და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004 წლის 3 ნოემბრის №63 ბრძანების ,,წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შევსებისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (ინსტრუქცია) თანახმად წყალმოსარგებლე ობიექტები ვალდებულნი არიან წყლის გამოყენების სახელმწიფო ანგარიშგების ფორმები (ფორმა 04-1-01) წარადგინონ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.

   

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებული წყალმოსარგებლე ობიექტების მიერ ზემოთ აღნიშნული სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შეგროვება და წარმოდგენა ხდება აჭარის არ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში 2021 წლის 15 თებერვლამდე (მისამართი.ბათუმივახტანგ გორგასლის . №124, საკონტაქტო ტელეფონი: 27 35 91; 27 64 10). 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები