აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვის სამმართველო

ხის დარგვის საერთაშორისო დღე

22 ოქტომბერი, 2019

   22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ქობულეთის სატყეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მონაწილებით თიკერის მეურნეობის ტერიტორიაზე ხის დარგვის მასშტაბური ღონისძიება გაიმართა.

   აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ეკო-კლუბის აღსაზრდელები, ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - გვარისა და წყავროკის სკოლების მოსწავლეები.

   ბავშვებმა სამინისტროსა და სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად მარადმწვანე ფიჭვის ნერგები დარგეს და მეტყევეებისგან მოისმინეს უამრავი საინტერესო ინფორმაცია ტყის მნიშვნელობის, მისი მოვლა-პატრონობის აუცილებობის შესახებ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 27-35-90

სოციალური ქსელები