აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სოციალური სახლების მშენებლობის პროცესს გაეცნო

29 ოქტომბერი, 2024


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სოციალური სახლების მშენებლობა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად, სოფელ ერგესა და კაპრეშუმში სოციალური სახლების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

სოფელ  კაპრეშუმში, 9 სართულიან, თანამედროვე სტანდარტების, მრავალბინიანი საცხოვრებელ სახლში, 90 ოჯახი  გააგრძელებს ცხოვრებას. ამ ეტაპზე შენობის აშენება დასრულებულია, მიმდინარეობს შიდა სამუშაოები.

სოფელ ერგეში 11 სართულიანი სოციალური სახლი შენდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ამ ეტაპზე აშენებულია შენობის სამი სართული. ახალ სოციალურ სახლში 121 ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უკვე დასრულებულია  4 სოციალური სახლის მშენებლობა, სადაც  ბინები გადაეცათ 112 ეკომიგრანტ ოჯახს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

000000000

სოციალური ქსელები

ბმულები