აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის უმაღლეს საბჭოში, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარადგინა

31 დეკემბერი, 2024


აჭარის უმაღლეს საბჭოში, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა წარადგინა.

თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების ლიდერებს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ შიდა და გარე ძალების მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წინააღმეგ მიმართული ძალისხმევა,  უსამართლო დამოკიდებულებება და სანქციები ხელს ვერ შეუშლის ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

,,2024 წელი იყო ნამდვილად გამორჩეული, ჩვენ ჩავატარეთ ისტორიული მნიშვნელობის არჩევნები როგორც საყოველთაო, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის და სწორედ ამ ნდობის ამ მანდატის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია რომ ჩვენი ქვეყანა წავიყვანოთ წინ, ჩვენი ხალხის და ჩვენი სამშობლო გავიყვანოთ სამშვიდობოს.  მინდა მადლობა გადავუხადო  ჩვენი გუნდის ლიდერებს წარდგენისთვის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს , რომელმაც ძალიან ახალგაზრდა ასაკში მომცა შესაძლებლობა პოლიტიკაში პირველი ნაბიჯები გადამედგა და რა თქმა უნდა როგორც პოლიტიკაში, ასევე ცხოვრებაში, ეს გახლავთ პირადი მაგალითის მომცემი სამშობლოს უანგარო სიყვარულის, თავდადების, თავგანწირვის და ეს მაგალითი მოგვცემს შესაძლებლობას კეთილსინდისიერად ვემსახუროთ ხალხს. დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება და ცდილობს რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს კიდევ უფრო დამოუკიდებელი, სუვერენული და ყველამ ერთად მივაღწიოთ ჩვენ სანუკვარ ოცნებას ერთიან ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად - მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრად - ზაზა შავაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად - ჯაბა ფუტკარაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - ნინო ნიჟარაძე იქნა წარმოდგენილი.

თორნიკე რიჟვაძემ უმაღლესი საბჭოს წევრებს აჭარის მთავრობის სამოქმედო გეგმა წარუდგინა და აღნიშნა, რომ აღნიშნული გეგმა საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, ეფუძნება ადამიანის უმთავრესი უფლებების, ღირებულებების დაცვას, რეგიონის გრძელვადიან ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას და ყველა იმ გამოწვევის დაძლევას, რომელიც მოსახლეობის წინაშე ჯერ კიდევ დგას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები