აჭარის მთავრობის სხდომა
27 დეკემბერი, 2024
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე მიმდინარე წელი შეაჯამა და 2025 წლის გეგმებზე ისაუბრა.
თორნიკე რიჟვაძის განცხადებით 2012 წლის შემდეგ, გლობალური და რეგიონული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად უპრეცედენტოდ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები – რამდენჯერმე გაიზარდა ქვეყნის და აჭარის რეგიონის სოციალური ბიუჯეტი. მომავალშიც შენარჩუნებული იქნება სამინისტროების ბიუჯეტების ზრდის ტენდენცია.
აჭარის მთავრობა მომდევნო წლებშიც გააგრძელებს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის მხარდაჭერას. ჯანდაცვის სამინისტრო გაარძელებს და დანერგავს ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშნელოვან პროექტებს.
მომდევნო წლების განმავლობაში მხარდაჭერილი იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და პოპულარიზაცია, მუზეუმებისა და გალერეების განვითარება. აჭარაში მოქმედი სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობა, პროფესიული და უმაღლესი განათლება; სტუდენტთა ხელშეწყობა; ახალგაზრდობის მხარდაჭერა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი ორგანიზაციები განახორციელებენ მნიშვნელოვან პროგრამებს.
იხილეთ გალერეა