აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

10 თებერვალი, 2025

ბათუმში, რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტი გულისხმობს არსებული ქვაფენილის ჩანაცვლებას სამფენიანი ასფალტის საფარით. მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, ტროტუარი, ბორდიურები, გზაგამყოფი ზოლი მწვანე საფარითა და დეკორატიული ნარგავებით, უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები და საგზაო ნიშნები.

სამუშაოების განმავლობაში, მაისის ბოლომდე მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ.  ასევე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე. ხოლო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა რუსთაველის ქუჩაზე - ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გაეცნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

000000000

სოციალური ქსელები

ბმულები