აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ბათუმში გრძელდება სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები

11 თებერვალი, 2025


ბათუმში გრძელდება სკვერებისა და პარკების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად, გალაქტიონ ტაბიძის ქუჩის მიმდებარედ რეაბილიტირებული სკვერი დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა 4000 კვ.მ მოწყობის სამუშაოები.  განთავსდა საპარკე ინვენტარი, საბავშვო ატრაქციონები, ფანჩატურები, მოეწყო სასეირნო ბილიკები. ასევე, განხორციელდა პარკში არსებული ძეგლის დამუშავება-რესტავრირება. 

2025 წელს ბათუმში იგეგმება 20 რეკრეაციული სივრცის მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხი სკვერის რეაბილიტაცია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

000000000

სოციალური ქსელები

ბმულები