აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

12 თებერვალი, 2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქობულეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

თორნიკე რიჟვაძე გაეცნო დაბა ჩაქვში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ლაო ჯინ ჯაოს მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაციის პარალელურად მუშაობა იწყება შენობის თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით საგამოფენო სივრცის მოწყობაზე.

ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ფიჭვნარში ახალი ზღვისპირა პარკი მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს დასასვენებელი ნაგებობების, პარკების მშენებლობას, სასეირნო ბილიკების მოწყობას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარაში თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი გიორგი ჭყონია და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3128293031123
3245678910
3311121314151617
3418192021222324
3525262728293031
361234567

ცხელი ხაზი

000000000

სოციალური ქსელები

ბმულები