აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

აჭარის მთავრობის სხდომა

28 თებერვალი, 2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე სტიქიით მიყენებული შედეგების და გადაჭრის გზების შესახებ იმსჯელეს. 

აჭარის მთავრობისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მხარდაჭერა, ამ მიზნით მიმდინარე წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 194 ოჯახს უკვე გამოეყო 1 მილიონ 704 609 ლარი. 2024 წელს ამავე კატეგორიის ოჯახებს საცხოვრებელი სახლების აღდგენა/რეაბილიტაციისთვის გაეწიათ ფინანსური დახმარება 4 მილიონ 475 768 ლარის ოდენობით.
 
მიმდინარე წელს აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით ახალი საცხოვრებელი უკვე შეიძინა 10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა. ჯამში წლის ბოლომდე ახალმოსახლეობას 120 ეკომიგრანტი ოჯახი იზეიმებს. 2024 წელს პროგრამით 140 ოჯახმა ისარგებლა. პროგრამით დაფინანსებას ის ოჯახებიც მიიღებენ, რომლებსაც საკუთრებაში გააჩნიათ უსაფრთხო მიწის ნაკვეთი და ადგილზე შეძლებენ ახალი სახლის აშენებას.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

591 25 73 10

სოციალური ქსელები

ბმულები