აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ქვემო სილეზია (პოლონეთის რესპუბლიკა) – 2016 წლის 27 თებერვალი

23 ივლისი, 2024


ქვემო სილეზიის სავოევოდო მდებარეობს პოლონეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

მოსახლეობა - 3 მილიონი.

ადმინისტრაციული ცენტრი - ქალაქი ვროცლავი.

2016 წლის 27 თებერვალს ქალაქ ვროცლავში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (საქართველო) და ქვემო სილეზიის სავოევოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის გაფორმდა შეთანხმება რეგიონული თანამშრომლობის შესახებ.


შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის განვითარებას შემდეგი მიმართულებებით:

Ø  ევროკავშირის ფინანსური რესურსის გამოყენება, საზოგადოებრივი პროგრამების შემუშავება;

Ø  სავაჭრო-სამრეწველო კავშირების დამყარება;

Ø  უნივერსიტეტებს, კვლევით და ტექნოლოგიურ ცენტრებს შორის თანამშრომლობა;

Ø  ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის ჩამოყალიბება;

Ø  კულტურა და ტურიზმი.

აჭარა-ქვემო სილეზიის თანამშრომლობის ფარგლებში აქტიურია მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლა, რაც ორივე მხარის მეგობრული, ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.

რეგიონული თანამშრომლობის ფორმატი თანდათან კიდევ უფრო გაფართოვდა, რაზედაც მიღწეული შედეგები მეტყველებს: გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები საკანონმდებლო, მუნიციპალურ და დაწესებულებათა დონეებზე, ამოქმედდა გაცვლითი საგანმანათლებლო და კულტურული, სავაჭრო და ტურისტული, ჯანდაცვის მიმართულებით პროექტები.


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

000000000

სოციალური ქსელები

ბმულები