ოდესის ოლქი (უკრაინა) – 2013 წლის 13 მარტი
17 ივლისი, 2024
ოდესის ოლქი მდებარეობს
უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და წარმოადგენს მნიშვნელოვან საპორტო მხარეს. ის მნიშვნელოვან
კულტურულ, საგანმანათლებლო, სამრეწველო და საპორტო რეგიონს წარმოადგენს.
მოსახლეობის - 2,351,392.
ადმინისტრაციული ცენტრი
- ქალაქი ოდესა.
2005
წლის 25 მარტს ქალაქ კიევში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო)
და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა
სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
2013 წლის 13 სექტემბერს ქალაქ ბათუმში აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობასა (საქართველო) და ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციას (უკრაინა)
შორის ხელმოწერილი იქნა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და კულტურული
თანამშრომლობის შესახებ.
შეთანხმების თანახმად მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას შემდეგ სფეროებში:
Ø ეკონომიკა, სამრეწველო საქმიანობა,
ტრანსპორტი;
Ø ტურიზმი;
Ø სოფლის მეურნეობა;
Ø განათლება, კულტურა და სპორტი;
Ø ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
Ø ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა.
აჭარა-ოდესის ურთიერთობების
ზრდაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე საკანონმდებლო, მუნიციპალურ და უწყებათა დონეზე
ჩამოყალიბებული თანამშრომლობა.