მანგისტაუს ოლქი (ყაზახეთის რესპუბლიკა) – 2017 წლის 1 მარტი
28 ივლისი, 2024
მანგისტაუს ოლქი მდებარეობს
ყაზახეთის რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.
მანგისტაუ საპორტო და სამრეწველო რეგიონია, სადაც ყაზახეთის ნავთობის 25% მოიპოვება.
მოსახლეობა - 745,909.
ადმინისტრაციული ცენტრი
- ქალაქი აქტაუ.
2005 წლის 03 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა
(საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის ხელმოწერილი იქნა პროგრამა
სავაჭრო-ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ.
2017 წლის 1 მარტს გაფორმდა აჭარის ავტონომიურ
რესპუბლიკასა (საქართველო) და მანგისტაუს ოლქს (ყაზახეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის
მემორანდუმი.
აღნიშნული მემორანდუმის თანახმად მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთსასარგებლო
თანამშრომლობის განვითარებას შემდეგ სფეროებში:
Ø ვაჭრობა და ეკონომიკა;
Ø ჯანდაცვა;
Ø განათლება, კულტურა და სპორტი;
Ø ტურიზმი;
Ø ტრანსპორტი;
Ø სოფლის მეურნეობა.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო
აკადემიას გაფორმებული აქვს მანგისტაუს ქ. აქტაუს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებასთან
თანამშრომლობის მემორანდუმი.