აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატი

ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) – 1997 წლიდან

29 ივლისი, 2024


ევროპის რეგიონთა ასამბლეა (AER) 1985 წელს დაარსდა და წარმოადგენს ევროპის უმსხვილეს დამოუკიდებელ რეგიონულ ხელისუფლებათა ქსელს. ორგანიზაცია აერთიანებს  ევროპის 35 სახელმწიფოს რეგიონებს ნორვეგიიდან თურქეთამდე და საქართველოდან პორტუგალიამდე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 1997 წლიდან ევროპის რეგიონთა ასამბლეის სრულუფლებიანი წევრია. გაწევრიანების შემდეგ რეგიონმა ისარგებლა ორგანიზაციის არაერთი პროგრამით, მათ შორის აღსანიშნავია „ახალგაზრდული რეგიონული ქსელი“ და გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა”, რომლის ფარგლებში 2006 წლიდან დღემდე 100-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა საკვალიფიკაციო სტაჟირება ევროპის სხვადასხვა დაწესებულებაში და გაეცნო თანამედროვე სამუშაო პრაქტიკებს.

ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან თანამშრომლობის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ სამჯერ (2011/2016/2024 წწ.) უმასპინძლა ევროპის რეგიონთა ასამბლეის „შავი ზღვის სამიტს“ და 2024 წელს, ბათუმი პირველად გახდა ორგანიზაციის უმთავრესი ღონისძიების - გენერალური ასამბლეის მასპინძელი.

2023 წლის 27-30 ივნისი ქ. ბარსელონაში გამართულ ევროპის რეგიონთა ასამბლეის გენერალური ასამბლეაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი დავით ბაციკაძე აირჩიეს AER-ის ვიცე-პრეზიდენტად.

AER-ის მისია და მიზნები:

·    რეგიონული პოლიტიკის, ეკონომიკის, სოციალური განვითარების ხელშეწყობა;

·    რეგიონული ინტერესების ხელშეწყობა ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ;

·    რეგიონთაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა და ა.შ.

AER-ის პროგრამები

·   ევროოდისეა

·   ახალგაზრდული რეგიონული ქსელი

·   საზაფხულო აკადემია

ოფიციალური ვებ-გვერდი: https://aer.eu/



კალენდარი

<<
<აგვისტო 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3128293031123
3245678910
3311121314151617
3418192021222324
3525262728293031
361234567

ცხელი ხაზი

000000000

სოციალური ქსელები

ბმულები