კონკურსი საარქივო სამმართველოში ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად
15 მაისი, 2024
კონკურსი საარქივო სამმართველოში ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს
საქვეუწყებო დაწესებულება - საარქივო სამმართველოს მიერ, სტაჟიორთა მიღების მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.
სტაჟირების მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
კონკურსი გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდის WWW.HR.GOV.GE მეშვეობით, შემდეგ პოზიციებზე:
·
სტაჟიორი დოკუმენტების რესტავრაციის და მიკროფილმირების
სამსახურში;
·
სტაჟიორი საქმისწარმოების სამსახურში;
·
სტაჟიორი ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილებში;
·
სტაჟიორი ხელვაჩაურის
არქივში.
WWW.HR.GOV.GE-ზე განაცხადების მიღება იწარმოებს 19 მაისის ჩათვლით.
იხილეთ გალერეა