აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

მიურატები ბათუმში (საინიციატივო წერილი)

05 ივლისი, 2024

საინიციატივო წერილის სახით წარმოგიდგენთ საარქივო  მასალებს,რომლებშიც წარმოჩენილნი არიან ჩვენი ისტორიისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პირები:  მიურატები- აშილ მიურატის მეუღლე სალომე დავითის ასული დადიანი და მათი შვილები:  ლუსიენი, ნაპოლეონი და ანტუანეტა.  

იმედი გვაქვს, ფოლიანტები საინტერესო აღმოჩნდება, როგორც მკვლევარებისთვის ასევე დადიანების სახლმუზეუმისა და ფართო საზოგადოებისათვის.

1906 წლის დოკუმენტი:

ბათუმის კათოლიკურ ეკლესიაში ინათლება ზუგდიდში დაბადებული სტანისლავ-აშილ სოგოროვი, რომლის ნათლიები გახლავან: უფლისწული ლუსიენ მიურატი და პრინცესა ანტუანეტა მიურატი. ნათლობას ესწრებოდნენ სალომე მიურატი, იოსებ ხაძინსკი, დავით სოგოროვი, იოსებ სტანისლავის ძე სოგოლოვი  და მისი მეუღლე  ცელინა მიხაილის ასული ურბანოვიჩი.








1907 წლის დოკუმენტი:

ფედერიკო-ლუსიანო ორანცოვიჩ დე ბლაზისა და მისი მეუღლის  სუსანა გიორგის ასული ტერ-ნერსესოვის შვილს ორანცო-ჯორჯიო დე ბლაზს ნათლავენ: პრინცესა  სალომე დავითის ასული მიურატი და უფლისწული ნაპოლეონ აშილის ძე მიურატი. ესწრებოდნენ: პინცესა ანტაუანეტა მიურატი, თავადი  ლევან დგებუაძე და სოფია ივანეს ასული რიბო.


 

1907 წლის დოკუმენტის მიხედვით:

რენე-ლუსიენ რიბოს ნათლავენ: უფლისწული ლუსიენ მიურატი და პრინცესა. ესწრებოდნენ:  იოაჰიმ მიხეილის ძე ალოიზი, ედუარდ ავგუსტო ტოლლე.

მშობლები არიან კლოდ ავგუსტის ძე რიო და მეუღლე მარსელი მარსელინოს ასული მეისონი.




1908 წლის დოკუმენტით ბათუმის ეკლესიაში უფლისწული ლუსიენ მიურატი და პრინცესა ანტუანეტა მიურატი ნათლავენ ანტონ  იგიტხანოვს, რომელიც მარტვილშია დაბადებული.



რუბრიკის ავტორები : ფრიდონ ქარდავა, ნინო გოგიტიძე და მზია სურმანიძე


იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები