კონკურსი საარქივო სამმართველოში ანაზღაურებადი სტაჟირების გასავლელად
05 აგვისტო, 2024
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტოს საქვეუწყებო დაწესებულება- საარქივო სამმართველოს მიერ, სტაჟიორთა მიღების მიზნით, გამოცხადდა კონკურსი.
სტაჟირების მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება საჯარო დაწესებულებისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად.
კონკურსი გამოცხადდა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდის WWW.HR.GOV.GE მეშვეობით, შემდეგ პოზიციებზე:
ა) სტაჟიორი - საქმისწარმოების
სამსახურში;
ბ) სტაჟიორი - იურიდული და ადამიანური რესურსების მართვის
სამსახურში;
გ) სტაჟიორი - საფინანსო-საბუღალტრო სამსახურში;
დ) სტაჟიორი - საზღვარგარეთთან, საზოგადოებასთან, მასმედიასთან ურთიერთობის, დოკუმეტების გამოყენების და პუბლიკაციის სამსახურში;
ე) სტაჟიორი - დოკუმენტების რესტავრაციის და მიკროფილმირების სამსახურში;
ვ) სტაჟიორი - ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის, ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილებაში;
ზ) სტაჟიორი
- ეროვნული საარქივო ფონდის
აღრიცხვისა და სამეცნიერო-საცნობარო განყოფილებაში;
თ) სტაჟიორი - ხელვაჩაურის არქივში;
ი) სტაჟიორი - ქობულეთის არქივში;
კ) სტაჟიორი - ქედის არქივში;
ლ) სტაჟიორი - შუახევის არქივში;
მ) სტაჟიორი - ხულოს არქივში;
WWW.HR.GOV.GE-ზე განაცხადების მიღება იწარმოებს მ/წლის 08
აგვისტოს ჩათვლით.
იხილეთ გალერეა