აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო

VII საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორია, არქეოლოგია და ეთნოლოგია“ (2017 წლის 5-6 ოქტომბერI)

11 ოქტომბერი, 2017

2017 წლის 5-6 ოქტომბერს  აჭარის არ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-საარქივო სამმართველოში  ჩატარდა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სამხრეთ დასავლეთ საქართველო  (ისტორია, არქეოლოგია ეთნოლოგია)“

  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საარქივო სამმართველოს ესტუმრნენ: უკრაინის (ბერდიანსკის უნივერსიტეტი), რუსეთის (სან-პეტერბურგი)  და საქართველოს სხვადასხვა  სამეცნიერო დაწესებულების (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ეროვნული არქივი, ქუთაისის ცენტრალური არქივი, აჭარის საარქივო სამმართველო, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, გონიო-აფსაროსის მუზეუმი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხარიტონ ახვლედიანის  მუზეუმი) წარმომადგენლები.

კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მიესალმა სარქივო სამმართველოს უფროსი მაია ივანიშვილი.

     სტუმრებს მიესალმნენ აგრეთვე: თინათინ ჯაბადარი (ეროვნული არქივი), ელა საგინაძე (პეტერბურგი) და თამაზ ფუტკარაძე (აჭარის საარქივო სამმართველო)

     კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ძველი და ახალი ბათუმისადმი მიძღვნილი გამოფენა

 კონფერენციის ფარგლებში  მოეწყო ექსკურსია  ოკაცეში.


იხილეთ ფოტოალბომი


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

(+995) 422 22 48 15 (422) 27-52-10

სოციალური ქსელები