აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები - 2024 წელი

29 დეკემბერი, 2023


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. 119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა ,,ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა".

2. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების  მიწოდება ხორციელდება სამედიცინო ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მომსახურების მიმწოდებლებს შორის.

3. მომსახურების გაწევის ვადა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. თ    ათვალსწებული   მოხურები  სარგებლობის უფლება ენიჭებათ 2024 წლის 1 იანვრის დგომარეობითა და  ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უწყვეტად  რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს და მიეკუთვნებიან სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობას, რომლებსაც ესაჭიროებათ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები.

5. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. №119,  მეორე სართული, ოთახი №9.

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის  ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სამედიცინო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების  და შესრულების წესის შესახებ სრული ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე  www.molhs.gov.ge.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. 119, მეორე სართული, ოთახი 9. ტელეფონი: 0422 24-79-62.                                  

   

 

 


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები