აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა - 2024 წელი

11 იანვარი, 2024

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური 

დაცვის სამინისტროს

 

        

 

        შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით   უზრუნველყოფის ქვეპროგრამის  შესრულებაში მონაწილეობის მსურველ პირთათვის

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (. ბათუმი, აკად. . კომახიძის . 119) აცნობებს ყველა დაინტერესებულ პირს:

1. ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით გათვალისწინებულია ქვეპროგრამა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით   უზრუნველყოფა“.

      2. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების   საშუალებებით   უზრუნველყოფა ქვეპროგრამის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა  სავარძელ-ეტლებით ეტლებით უზრუნველყოფა, ცხოვრების ხარისხის და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება. ქვეპროგრამით განსაზღვრული მომსახურების  მიწოდება ხორციელდება სოციალური ვაუჩერის საშუალებით. ქვეპროგრამის მოსარგებლეს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა საქონლის მიმწოდებლებს შორის.

3.   მომსახურების გაწევის ვადა 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

4. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე.  

5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით   უზრუნველყოფის ქვეპროგრამის შესრულებაში მონაწილეობის მსურველმა პირებმა  საქონლის მიწოდებამდე გთხოვთ, მოგვმართოთ მისამართზე: . ბათუმი, აკად. . კომახიძის . 119,  მეორე სართული, ოთახი 9.

6. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განაცხადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების სურვილის თაობაზე;

ბ) მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები);

გ) სავარძელ-ეტლების  დეტალური აღწერილობა (ტექნიკური მახასიათებლები), მწარმოებელი ქვეყანა, ფოტო-სურათები და ინფორმაცია ღირებულების შესახებ;

) მომსახურების განხორციელების ადგილის მისამართი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების   საშუალებებით   უზრუნველყოფის ქვეპროგრამის გათვალისწინებული ღონისძიებების, ფასებისა და შესრულების წესის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე www.ajara.gov.ge.

     დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქ. ბათუმი, აკად. მ. კომახიძის ქ. 119, მეორე სართული, ოთახი №29. ტელეფონი: (0422) 24-79-60.

 


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები