"ოცნების ქალაქში” ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი
06 ივნისი, 2024
"ოცნების ქალაქში” ოჯახებზე საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი გრძელდება. დღეს ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ 35 ოჯახზე გადანაწილდა. მათ შორის 11 ოჯახის შემადგენლობა შვიდი ან მეტი წევრით განისაზღვრებოდა.
საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა. ოჯახებს ბინების მიღება მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ მიულოცა.
ბინების განაწილების პროცესი შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება. სამინისტროს მიერ უკვე ეცნობა იმ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან. უწყების წარმომადგენლები "ოცნების ქალაქის" მცხოვრებლების დამატებითი ინფორმირების მიზნით შეხვედრას კვლავ გამართავენ.
ჯამში პირველ ეტაპზე ბინას 582 ოჯახი მიიღებს. სამი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა და კეთილმოწყობა "ოცნების ქალაქში" უკვე დასრულებულია.
იხილეთ გალერეა