აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

ღვაწლმოსილი ექიმების დაჯილდოება

06 მარტი, 2025

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ღვაწლმოსილი ექიმები, ოფთალმოლოგი - ელენე ჭანტურია და ნეფროლოგი - ლამარა გიორგაძე დააჯილდოვა.

მათ სამინისტროს სახელით სიგელი მინისტრის მოადგილეებმა, ზურაბ თენიეშვილმა და ილია ვერძაძემ გადასცეს.

◾ ელენე ჭანტურიას პროფესიული საქმიანობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს. დაამთავრა ოდესის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, გავლილი აქვს ოფთამოლოგიის მიმართულებით საკვალიფიკაციო კურსები სხვადასხვა ქვეყანაში. 1975 წლიდან მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმ-ოფთამოლოგად. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ოფთამოლოგიურ განყოფილებას.

◾ ლამარა გიორგაძეს კი პროფესიული საქმიანობის 47 წლიანი გამოცდილება აქვს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. გაიარა საკვალიფიკაციო კურსები ნეფროლოგიაში. 1978 წლიდან მუშაობს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში სხვადასხვა პოზიციაზე.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები