აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

8 ეკომიგრანტმა ოჯახმა სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი შეიძინა

03 აპრილი, 2025

ბათუმის იუსტიციის სახლში, 8 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა. ოჯახებს ახალი საცხოვრისი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ მიულოცა.
,, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, წელს უსაფრთხო საცხოვრისი ჯამში 58-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა. მარტის თვეში, 1 მილიონ 500 00 ლარით გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბიუჯეტი. ამ მიმართულებით ჯამში 7 მილიონ 740 000 ლარი გამოიყოფა" - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ედუარდ ნაკაშიძემ.
2025 წელს, "ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენოს საცხოვრებელი სახლი.
მიმდინარე წელს, სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს სტიქიის შედეგად დაზარალებული 150 ოჯახი შეიძენს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები