აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

10-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა სამინისტროს თანადაფინანსებით საცხოვრებელი შეიძინა

21 მარტი, 2025

2025 წელს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით, უსაფრთხო საცხოვრისი 40-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა უკვე შეიძინა.
ბათუმის იუსტიციის სახლში, 10 ეკომიგრანტი ოჯახისთვის საკუთრების რეგისტრაციის პროცედურა გაიმართა, რომელსაც სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი, დალი ქიქავა ესწრებოდა.
..ეკომიგრანტ ოჯახებს დღეს მივულოცეთ ახალი, უსაფრთხო საცხოვრისი. უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს,"ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ბენეფიციარს საშუალება აქვს პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული თანხით, საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე ააშენოს საცხოვრებელი სახლი, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის პროგრამას" - აღნიშნა, დალი ქიქავამ.
მიმდინარე წელს, პროგრამით ისარგებლებს სტიქიის შედეგად დაზარალებული 120 ოჯახი, რისვისაც ბიუჯეტიდან გამოყოფილია 6 მილიონ 240 000 ლარი.
სამინისტრო “ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის” პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში შეძენილია 889 საცხოვრებელი ფართი.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები