აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო

უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

20 მაისი, 2025

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტის წლიური ანგარიში და 2025 წლის ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში წარადგინა.
გასულ წელს სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი შეადგენდა 61 255 000 ლარს, შესრულებამ შეადგინა 99,5 %. 2025 წლისთვის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად – 23.9%-ით გაზარდა, რაც 80,500,000 ლარს შეადგენს. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს 38 პროგრამას. 2024 წელს და 2025 წლის I კვარტლის პერიოდში სამინისტროს პროგრამებით ისარგებლა 90 946 მოქალაქემ, გამოიყო 128 013 631 ლარი.
"აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ბიუჯეტის ზრდის ფონზე რეგიონში დაიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის განხორციელება, რომლებიც ჯანდაცვის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - განაცხადა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
ჯანდაცვის მიმართულებით დაიწყო ფილტვის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, გულის მძიმე პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის გულის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაციის (TAVI) დაფინანსება. აღნიშნული პროცედურა არის ნაკლებად ინვაზიური და კრიტიკულად მნიშვნელოვანია მაღალი რისკის პაციენტებისთვის. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების მხარდასაჭერად გაიზარდა -თარგენტული, იმუნოთერაპიული, ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტების წლიური ლიმიტი 70,000 ლარამდე.
ნინო ნიჟარაძის განცხადებით, სამინისტრომ დაიწყო 2026 წლის პროგრამებზე მუშაობა. გაგრძელდება მიმდინარე წელს არსებული პროგრამები, დაგეგმილია მათში რიგი ცვლილებების განხორციელება, გაიზრდება ბენეფიციართა რაოდენობა, სამინისტროს მხრიდან დაფინანსების წილი, ამოქმედდება ახალი პროგრამები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3128293031123
3245678910
3311121314151617
3418192021222324
3525262728293031
361234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-79-08

სოციალური ქსელები