აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დიდთოვლობის გამო აჭარის მუნიცპალიტეტებში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები.

27 თებერვალი, 2025

დიდთოვლობის გამო აჭარის მუნიცპალიტეტებში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები. ინტენსიურად იწმინდება როგორც ცენტრალური ასევე, სოფლის ცენტრებთან დამაკავშირებელი გზები.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად თოვლის წმენდის პროცესს ადგილზე გაეცნო.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბი. მობილიზებულია როგორც სხვადასხვა უწყებები, ასევე მერიის სამსახურები და ადამიანური რესურსი. ასევე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიაში, რთული მეტეოროლოგიური პირობების შედეგად შექმნილი პრობლემების განხილვის, სალიკვიდაციო სამუშაოების და საჭიროების შემთხვევაში გასატარებელი ოპერატიულ ღონისძიებებიდან გამომდინარე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

დღესვე მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით თოვლის საფარისგან გაიწმინდა ქალაქის სხვადასხვა ლოკაციები. პროცესში აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები ჩაერთნენ,

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ბმულები