აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა დაინერგება

24 მარტი, 2025

აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში თევზის დაავადებების დიაგნოსტიკისთვის საჭირო ყველა კვლევა დაინერგება.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, სსიპ ლაბორატორიულ კვლევით ცენტრში იმყოფებოდა.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ლაბორატორიის შესაძლებლობებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს. ასევე საქართველოს მასშტაბით თევზის დაავადებების ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობების გაძლიერებას აკვაკულტურის დარგის განვითარებისთვის.

ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის ლაბორატორიულ კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ბმულები