აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრის დათვალიერება

03 აპრილი, 2025

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერეს და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მავნებელთან ბრძოლის მიდგომებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის როლს, რომელთა წარმომადგენლები ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინაციით მონაწილეობენ ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ლაშა დოლიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილე ლევან დავიძაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოს, მელიორაციის სამსახურის, ასევე სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

მინისტრებმა ფაროსანასთან ბრძოლისთვის საჭირო სპეციალიზებული ტექნიკა დაათვალიერეს, რეგიონული ცენტრის თანამშრომლებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში მობილიზებულია 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, შექმნილია მავნებლის გავრცელების მონიტორინგის და მოსახლეობის ინფორმირების სისტემები. განახლდა და კეთილმოეწყო სივრცეები, სადაც შესაძლებელია ფერმერებთან და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ბმულები