აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებების გაცნობა აბაშაში

03 აპრილი, 2025

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან დავით სონღულაშვილთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის განახლებული რეგიონული ცენტრი დაათვალიერა და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე იმსჯელეს სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მავნებელთან ბრძოლის მიდგომებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული. ხაზი გაესვა ადგილობრივი თვითმმართველობის როლს, რომელთა წარმომადგენლები ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრთან კოორდინაციით მონაწილეობენ ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მოსახლეობის ინფორმირების პროცესში.

გაფართოებულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ლაშა დოლიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები, მერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მელიორაციის, კვლევითი ცენტრის, სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელი პირები და სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ბმულები