აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2025 გაიმართა

13 აპრილი, 2025

ბათუმის საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2025 გაიმართა. რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მოადგილეებთან ერთად დაესწრო.

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს მეთევზეობის დარგის პოპულარიზაციას და ამასთანავე ადგილობრივი პროდუქციის წარმოების წახალისებას.წარმოდგენილი იყო როგორც ადგილობრივი წარმოების თევზპროდუქტები, ასევე ადგილობრივ თევზმოშენებასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობები.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ:, ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში მონაწილე ფიზიკური პირები, რესტორნები. ასევე წარმოდგენილი იყო ლაზური ტრადიცული კულინარიული კუთხე და სხვა.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანაორგანიზებით, აჭარის კულტურის სამინისტროს და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯ“-მა გამართა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24 78 41; 599 78 73 58

სოციალური ქსელები

ბმულები