აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი

10 ივლისი, 2014

პროექტის აღწერა:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ახორციელებს აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტს.

პროექტის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, რაც ითვალისწინებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მოწყობას. ამასთან, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ბათუმის და ქობულეთის ტერიტორიაზე არსებული არასტანდარტული და ექსპლოატაციისათვის არასათანადო ნაგავსაყრელების (სულ 3) კონსერვაცია. პროექტს გააჩნია დიდი მნიშვნელობა რეგიონისათვის როგორც ეკოლოგიური და სოციალური, ასევე  ტურისტული გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით.

 


  

პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი:  7 მლნ. ევრო

პროექტის განხორციელების პერიოდი:  2013-2021 წლები

პარტნიორ ორგანიზაციათა ვებ-გვერდები:

            EBRD – www.ebrd.com

            SIDA – www.sida.se


აჭარის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ობიექტის მშენებლობისა და ექსპლოატაციის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში:


კალენდარი

<<
<აგვისტო 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები