აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გოდერძიზე და გომარდულში ახალი საბაგიროები და სასრიალო ტრასები მოეწყობა

14 დეკემბერი, 2023

სამთხო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე და გომარდულში ახალი საბაგიროები და სასრიალო ტრასები მოეწყობა.
კომპანია "გეოგრაფიკი" პროექტირების სამუშაოებს უკვე ახორციელებს.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ექსპერტთა ჯგუფმა ორივე კურორტზე ახალი საბაგიროების და სასრიალო ტრასების პროექტირების დეტალების პრეზენტაცია წარადგინა.
პროექტი სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის და გომარდულის, როგორც ოთხი სეზონის ლოკაციის განვითარებას ითვალისწინებს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დიასამიძე, სივრცითი მოწყობის და ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ ძნელაძე და განყოფილების უფროსი სულხან მამუჭაძე, ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების მერები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები