აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ჯაბა ფუტკარაძე UNDP საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

13 დეკემბერი, 2023

ჯაბა ფუტკარაძე UNDP საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს დაგლას უებს შეხვდა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროს თინა ზოიძესთან ერთად, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან, დაგლას უებთან შეხვედრა გამართა.
ჯაბა ფუტკარაძემ დაგლას უებს აჭარის ტურისტული პოტენციალი, საინვესტიციო გარემო გააცნო. მინისტრმა გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული მმართველობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით UNDP-ის მიერ გაწეულ ძალისხმევას.
შეხვედრაზე გაეროსა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. UNDP-ის ჩართულობით აჭარაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორისაა სატრანსპორტო სისტემების განვითარება პროექტის „მწვანე ქალაქების“ ფარგლებში. ასევე შეიქმნა დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, გარემოს დაცვისა და კულტურის განვითარების სტრატეგია.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები