აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

Start-up Investment Forum

12 დეკემბერი, 2023

ბათუმში "Start-up Investment Forum" ჩატარდა.
ფორუმზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა სტარტაპებმა ინვესტორებს საკუთარ პროექტები გააცნეს.
სტარტაპ კომპანიებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა. მინისტრმა ბიზნეს სექტორში არსებულ სიახლეებზე და აჭარაში ეკონომიკურ და საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებისთვის პანელური დისკუსიები, ვორქშოპები და პრეზენტაციები გაიმართა.
ფორუმის მთავარი მიზანია აჭარაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება.
"Start-up Investment Forum" საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ინიციატივითა და აქსელის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები