გოდერძის გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში (საჯარო განხილვა)
05 თებერვალი, 2024
ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტი ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით)-გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის-კურორტი ბეშუმის, შქერნალის უბანის და გოდერძის უღელტეხილის განვითარების გენერალური გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა, მიმდინარე წლის 12 მარტს, 14.00 საათზე, დაბა ხულოში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №1-ში გაიმართება.
სტრატეგიული დოკუმენტის სგშ ანგარიშთან და თანდართულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები საზოგადოებას შეუძლია, წარუდგინოს სსიპ „გარემოს ეროვნულ სააგენტოს“ 2024 წლის 20 მარტის ჩათვლით.
იხილეთ გალერეა