აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

19 მარტი, 2024

აჭარაში დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები სამუშაოები შეხვედრაზე განიხილეს.

ისტორიული პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და ასევე დაბებში განხორციელდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლნ ევროს შეადგენს. პროექტის ფარგლებში ახალი თანამედროვე სტანდარტების წყლის და წყალარინების სისტემით აჭარაში მცხოვრები დაახლოებით 6000  ოჯახი ისარგებლებს.

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, სამინისტროს წარმომადგენლები, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW),  გერმანიის საელჩოს, საკონსულტაციო კომპანია Fichtner-ის და MACS-ის და „აჭარის წყლის ალიანსის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ, პროექტში ფინანსური კონტრიბუცია ასევე KfW ბანკმა და ევროკავშირმა განახორციელა.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები