აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ბათუმი გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

21 თებერვალი, 2024

ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან და ისრაელიდან, ქართველ მომხსენებლებთან ერთად, გიდების პროფესიაში არსებულ  საერთაშორისო გამოცდილებაზე მსჯელობენ.
გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში; გიდი - როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია - უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები - მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი - ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე აღნიშნული თემების განხილვა გაიმართება.
გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციისთვის ბათუმს ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის,  საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები ეწვიენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები