აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ აჭარის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანპსორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება

13 მარტი, 2024

საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ აჭარის რეგიონალური საზოგადოებრივი ტრანპსორტის მოდელის შექმნაში ჩაერთვება.  
მასშტაბური პროექტის განხორციელებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ოთარ დიასამიძემ, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სანდრა შენკემ და პროგრამის დირექტორმა იან რიკმეიერმა მოაწერეს ხელი. 
CONNECT GEORGIA-ს (მდგრადი და შეკავშირებული მობილობა საქართველოში) პროექტის ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის სატრანსპორტო პოლიტიკის საერთო დოკუმენტი მომზადდება. 
ეროვნულ დონეზე მიმდინარე საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის, ასევე ავტოსადგურების რეფორმის გათვალისწინებით და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად,  აჭარის რეგიონში ფორმალიზებული რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონცეფცია შეიქმნება. 🔹პროექტის განხორციელებას რეგიონული სამუშაო ჯგუფი უზრუნველყოფს, რომელიც აჭარის მთავრობის - აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისგან და დაინტერესებული მხარეებისგან დაკომპლექტდება. 
GIZ-ის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების  ფედერალური სამინისტროს (BMZ)  ჩართულობით შექმნილი პროექტის მუშაობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან. 
გერმანელი სპეციალისტების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით მომზადებული პროექტის მიზანია აჭარაში სატრანსპორტო სისტემის განვითარება, რაც რეგიონის ეკონომიკის და ტურიზმის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<მაისი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
1827282930123
1945678910
2011121314151617
2118192021222324
2225262728293031
231234567

ცხელი ხაზი

+ 995 (422) 27-35-10

სოციალური ქსელები