აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში 600-მდე სტუდენტი დაფინანსდა

22 მაისი, 2025

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში,  2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, 600-მდე სტუდენტი დაფინანსდა.

აჭარის  განათლებისა და სპორტის სამინისტრო სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში აჭარაში მცხოვრებ იმ სტუდენტებს აფინანსებს, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგიის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობენ.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან სტუდენტები, რომლებიც არიან მაღალმთიანი აჭარიდან; ობოლი დედით, მამით, ან უდედმამო; არიან მრავალშვილიანი ოჯახიდან;  სტუდენტები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სხვა.
2025 წლის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების მონაცემები იხილეთ ბმულზე

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები