აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მურვანიძესთან ერთად, ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

23 მაისი, 2025

აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გიორგი მურვანიძესთან ერთად, ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლის შენობის კონსტრუქციულ გამაგრებასა და სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

შენობის კონსტრუქციული ნაწილის გამაგრების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე შიდა სარეაბილიტაციო და ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

აღნიშნული პროექტი, ასევე, სკოლის მიმდებარე ტერიტორიის სრულად კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა 1300 ბავშვზეა გათვლილი და მოსწავლეები სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდებიან.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები