აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

ბათუმი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მასპინძლობს.

28 მაისი, 2025

საქართველოს სპორტის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ბათუმი მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „სპორტული მედიცინა სპორტსმენთა ჯანმრთელობისა და მიღწევებისთვის“ მასპინძლობს.

კონფერენცია საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გახსნეს.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა დისციპლინაში მომუშავე პროფესიონალების - სპორტული მიმართულებით ექიმების, ფიზიოთერაპევტების, მწვრთნელებისა და მკვლევრების ერთმანეთთან დაკავშირებას,

დააჩქაროს თანამედროვე სამეცნიერო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა, ხელი შეუწყოს რეგიონისთვის ახალი კლინიკური და საგანმანათლებლო სტანდარტების ჩამოყალიბებას.

ღონისძიება ასევე ხელს უწყობს

სპორტული მედიცინის სფეროში მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნის გაზიარებას და დისკუსიებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა პრევენცია, რეაბილიტაცია, ფიზიოლოგიური შეფასება და ინოვაციური თერაპიული მიდგომები.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები