პროგრამა - კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერა
28 იანვარი, 2025
პროგრამის მიზანი: აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის პროექტების განხორციელების, კულტურისა და
ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის, შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების,
შემოქმედებითი პროცესების ხელშეწყობა და კულტურის პოპულარიზაცია.
პროგრამის
ფარგლებში განხორციელდება აქტივობები შემდეგი მიმართულებებით:
1. პროექტების მხარდაჭერა,
ფესტივალებისა და ღონისძიებების ორგანიზება: ითვალისწინებს საერთაშორისო,
რეგიონალური და ადგილობრივი ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების,
გასტროლების, სახელოვნებო
პროექტების, თეატრალური წარმოდგენებისა და კულტურის სხვა ღონისძიებების
ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას. ასევე, კულტურის სფეროს წარმომადგენლების
მხარდაჭერას.
2. ახალი, ინდივიდუალური
შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა: ითვალისწინებს თავისუფალი ხელოვანების
ახალი იდეების, ინიციატივების და პროექტების მხარდაჭერას; სახვითი, გამოყენებითი,
მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობას;
ქვეპროგრამა - პროექტების მხარდაჭერა,
ფესტივალების და ღონისძიებების ორგანიზება
ქვეპროგრამის მიზანი: აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის და ხელოვნების სფეროს ხელმისაწვდომობის გაზრდა,
ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალების, კულტურის ღონისძიებების, სახელოვნებო
პროექტებისა და კულტურის სფეროს სხვა აქტივობების, მათ შორის დიგიტალური და
ინოვაციური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, რეგიონის
კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება.
ქვეპროგრამის აღწერა:
1. ხელოვნებისა და კულტურის
ღონისძიებების ორგანიზება: ითვალისწინებს საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი
ფესტივალების, კონცერტების, გამოფენების, გასტროლების, სახელოვნებო პროექტების,
თეატრალური წარმოდგენებისა და კულტურის სხვა ღონისძიებების
ორგანიზებას/ორგანიზების ხელშეწყობას, კულტურის სხვადასხვა მიმართულებისა და
კულტურის სფეროს წარმომადგენლების საქმიანობის პოპულარიზაციას; საბავშვო
ევროვიზიის მასპინძლობასთან დაკავშირებით ღონისძიების ორგანიზებას, დიგიტალური და
მედია პროექტების განხორციელების ხელშეწყობას, ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობას, მათი საქმიანობის და იდეების მხარდაჭერას, თემატური შეხვედრების და ტრენინგების
მოწყობას. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები
დაფინანსდება საკონკურსო და არასაკონკურსო წესით (გრანტი,
დაფინანსება/თანადაფინანსება, სახელმწიფო შესყიდვები), კონკურსის საფუძველზე
გამოვლენილი გამარჯვებულები დაფინანსდებიან საგრანტო წესით. საკონკურსო პირობები და შეფასების
კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა
და სპორტის მინისტრის ბრძანებით.
2. კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერა: ითვალისწინებს კულტურის სფეროს გამოჩენილი, დამსახურებული მოღვაწეების, მათ შორის
იუბილარების მხარდაჭერას, მადლობის სიგელებისა და ერთჯერადი ფულადი ჯილდოების
გადაცემას, როგორც
კულტურის მუშაკების, ასევე, იმ
პირებისთვის, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი
შეიტანეს ან შეაქვთ კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში.
ქვეპროგრამა
- ახალი ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების ხელშეწყობა
ქვეპროგრამის მიზანი: ხელოვნების
თანამედროვე მიმართულებების განვითარების, თავისუფალი არტისტების ახალი იდეების
მხარდაჭერა; ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური, კრეატიული პროექტების
განხორციელების ხელშეწყობა; ხელოვნებისა და კულტურის პროექტების მეშვეობით
საზოგადოებაში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრება და კულტურის ღონისძიებებში
საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაძლებლობების შექმნა;
ქვეპროგრამის აღწერა:
1. შემოქმედებითი პროექტების
მხარდაჭერა:
ითვალისწინებს ხელოვნების ახალი მიმართულებების, შემოქმედთა ახალი იდეების მხარდაჭერას;
ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ინოვაციური, კრეატიული პროექტების განხორციელების
ხელშეწყობას; აქტუალური საკითხების კულტურისა და ხელოვნების გზით წარმოჩენას და
საზოგადოებისთვის გაცნობას, ინკლუზიური ჯგუფებისთვის ხელოვნების ხელმისაწვდომობის
გაზრდას. კულტურის თანამედროვე მიმართულებების, მათ შორის თეატრალური, სახვითი
ხელოვნებისა და სხვა მიმართულებების პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას, დიგიტალური
და მედია პროექტების განხორციელებას/განხორციელების ხელშეწყობას, აჭარის რეგიონში
კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას და კულტურის ღონისძიებებზე საზოგადოების
ხელმისაწვდომობის გაზრდას. გრანტის წესით დაფინანსდება ღია საგრანტო
კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები. საგრანტო კონკურსის
პირობები, დაფინანსების ოდენობა და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის
ბრძანებით.
2. სახვითი, გამოყენებითი და
მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობა: ითვალისწინებს ბეჭდვითი, აუდიო-ვიზუალური მასალების
მომზადება/გამოცემას, ასევე სახვითი, გამოყენებითი, მულტიმედიური ხელოვნების
მხარდამჭერი სხვა აქტივობების განხორციელებას.