აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

პროგრამა - კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

28 იანვარი, 2025


პროგრამის მიზანი: აჭარის რეგიონში მოღვაწე კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთა პროფესიული განვითარების, ევროპული გამოცდილების გაზიარებისა და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდა პოეტების/მწერლების მხარდაჭერა, აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით შემოქმედებითი პროცესების გააქტიურება; კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

პროგრამის აღწერა:

1.      საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა: ითვალისწინებს წლის განმავლობაში აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების/ჯგუფების, ახალგაზრდა ხელოვანთა მონაწილეობის ხელშეწყობას საქართველოს სხვა რეგიონებში და საზღვარგარეთ საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, ევროპული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც ხელოვანთა შემოქმედებითი განვითარების, ასევე, კულტურის პროექტების სწორად დაგეგმვა/მართვისა და კულტურის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მხრივ. ღონისძიებები დაფინანსდება საკონკურსო ან/და არასაკონკურსო წესით (გრანტი, დაფინანსება/თანადაფინანსება, სახელმწიფო შესყიდვები). კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები დაფინანსდებიან საგრანტო წესით ან დაფინანსების ხელშეკრულების საფუძველზე. საკონკურსო პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.

2.      სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა: ითვალისწინებს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგთა და მოსწავლეთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას; ტრენინგებში, მასტერკლასებში, ვორკშოფებსა და სხვა სახელოვნებო განათლების ხელშემწყობ აქტივობებში მონაწილეობის ხელშეწყობას;

3.      ფრიდონ ხალვაშის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა პოეტებისთვის/მწერლებისთვის: ითვალისწინებს ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტების ან/და მწერლების საქმიანობის ხელშეწყობას, მათი მოტივაციის ამაღლებისთვის და შემოქმედებითი განვითრებისთვის. ღონისძიებები დაფინანსდება საკონკურსო ან/და არასაკონკურსო წესით. კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები ყოველი წლის ივნისის თვიდან წლის ბოლომდე, შვიდი თვის განმავლობაში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. ყოველთვიური სტიპენდია ენიშნება კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ 4 ფიზიკურ პირს. საკონკურსო პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.

4.      ურაბ გორგილაძის სახელობის სტიპენდია ახალგაზრდა პოეტებისთვის/მწერლებისთვის - ითვალისწინებს ახალგაზრდა ნიჭიერი პოეტების ან/და მწერლების საქმიანობის ხელშეწყობას. მათი მოტივაციის ამაღლებისთვის და შემოქმედებითი განვითრებისთვის. ღონისძიებები დაფინანსდება საკონკურსო ან/და არასაკონკურსო წესით. კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები ყოველი წლის ივნისის თვიდან წლის ბოლომდე, შვიდი თვის განმავლობაში, მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას. ყოველთვიური სტიპენდია ენიშნება კონკურსში გამარჯვებულად გამოვლენილ 4 ფიზიკურ პირს. საკონკურსო პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.

5.      აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა: ითვალისწინებს აჭარის რეგიონში კინოწარმოების ხელშეწყობას. სევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ სფეროში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით დააფინანსებს აქტივობებს, რომელთა მიზანია რეგიონში კინოწარმოების, კინოგანათლების ხელშეწყობა, ახალგაზრდების (მათ შორის, სტუდენტების) ცნობიერების გაზრდა და კინოხელოვანების პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. პროგრამის ფარგლებში ღონისძიებები დაფინანსდება საკონკურსო ან/და არასაკონკურსო წესით (გრანტი, დაფინანსება/თანადაფინანსება, სახელმწიფო შესყიდვები). კონკურსის საფუძველზე გამოვლენილი გამარჯვებულები დაფინანსდებიან საგრანტო წესით. საკონკურსო პირობები და შეფასების კრიტერიუმები განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.

 




კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-53-86

სოციალური ქსელები