აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

„მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ – Forbes ბათუმზე წერს

20 აგვისტო, 2024

მომავალი ბათუმშია. ქართული ქალაქი რეგიონის ბიზნეს ცენტრი ხდება“ ამ სათაურით სტატიას პრესტიჟული გამოცემა Forbes აქვეყნებს. „შავ ზღვაზე კოხტად განთავსებული ბათუმი, რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრი ხდება. ქალაქი, რომელიც ახლახანს აღიარებული იქნა, როგორც "ინვესტირებისთვის საუკეთესო ადგილი ევროპაში" ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. ინფრასტრუქტურის დინამიური განვითარების, მიმზიდველი პირობებისა და მზარდი ტურისტული პოპულარობის წყალობით, ბათუმი რეგიონის ბიზნეს რუკაზე საკვანძო ადგილი ხდება,“ იწყებს სტატიას Forbes-ის პოლონური გამოცემა.

სტატიაში, გარდა ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებისა და სერვისებისა, საუბარია ტურისტული ინფრასტრუქტურის, უძრავი ქონების მზარდ დინამიკასა და მეგობრულ საინვესტიციო გარემოზე. „ინვესტორების ინტერესი გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს, როგორც ევროპული გეზის მქონე ქვეყანას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემა აქვს. გარდა ამისა, ბათუმის თავისუფალი ეკონომიკური ზონა საგადასახადო შეღავათებისა და გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურების შესაძლებლობას იძლევა, რაც იზიდავს მეწარმეებს სხვადასხვა დარგიდან“, წერია სტატიაში. „აჭარაში ტურიზმი მხოლოდ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებით არ შემოიფარგლება. რეგიონს ბევრად მეტი შეთავაზა შეუძლია. ამის შესანიშნავი მაგალითია აჭარის მდიდარი ბიომრავალფეროვნება, მისი დაცული ტერიტორიებითა და ეროვნული პარკებით - რომელთაგანაც სამს ახლახანს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მანქანით 30 წუთის გზაზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ თვალწარმტაცი ბუნებით გარშემორტყმული და აღმოაჩინოთ 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი მთიან აჭარაში. აქ შეგიძლიათ ლაშქრობა, ფრინველებზე დაკვირვება, ჯომარდობა, ცხენებით გასეირნება ან კანიონინგი“.

წელს, ბათუმის შესახებ სტატიები ასევე, გამოქვეყნდა იაპონური Forbes, საერთაშორისო კომპანია DEUTSCHE WELLE- ს, WANDERLUST-ის და ცნობილი სამოგზაურო პლატფორმა European Best Destinations გვერდებზე.

სტატია იხილეთ www.forbes.pl

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები