აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

კურორტ „გოდერძის“ ინფლუენსერები სტუმრობდნენ

05 მარტი, 2025

კურორტ „გოდერძის“ ესპანელი, იტალიელი, ებრაელი ინფლუენსერები და გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეები  სტუმრობდნენ. ისინი კურორტზე არსებულ ტურისტულ პროდუქტებს, სერვისებს გაეცნენ და თავადვე გამოსცადეს კურორტზე არსებული სათხილამურო ტრასები. განსაკუთრებით საინტერესოა, გაუკვალავ თოვლში მოთხილამურეები ესპანეთიდან და იტალიიდან, რომლებიც  გამომწერებს ალპურ ზონასა და გოდერძის ტყეებში თვიასუფალი სტილით სრიალის ულამაზეს კადრებს უზიარებენ. ინფლუნსერებმა ადგილობრივი კერძებიც დააგემოვნეს და მონაწილეობა მიიღეს მათი მომზადების მასტერკლასებში. ისინი სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ წელს პირველად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ესტუმრნენ.

„კურორტი „გოდერძი“ განაგრძობს განვითარებას. ის განსაკუთრებით პოპულარულია თავისუფალი სტილით მოთხილამურეებისთვის, რადგანაც კურორტი იძლევა საშუალებას როგორც ალპურ რელიეფზე, ისე ტყის მასივში, ძალიან საინტერესო მარშრუტებზე ისრიალონ ვიზიტორებმა. აღსაღნიშნავია, რომ კურორტის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენთან სტუმრად მყოფი ინფლუენსერები აქტიურად უზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს მილიონობით გამომწერს“ - აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე.

„უხვი თოვლის შესახებ ინფორმაცია გვქონდა, თუმცა მოლოდინებს გადააჭარბა თოვლის რაოდენობამ. აღფრთოვანებული ვართ თოვლის ხარისხითა და გარემოთი, შესაძლებლობა გვქონდა გაუკვალავ თოვლში გვესრიალა და გვიხარია, რომ დღეს, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტი და ფაფუკი (powder) თოვლი იქნება, რაც ჩვენ კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს სრიალისთვის. გარდა სრიალისა, ჩვენი ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვაქვს დავაგემოვნოთ ქართული კერძები, რაც განსაკუთრებულად განსხვავებული და მიმზიდველია,“ ამბობს იტალიელი მოთხილამურე და კონტენტკრეატორი ნიკოლა პესეტო.


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები