აჭარის პოპულარიზაცია 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა
07 მარტი, 2025
აჭარის
ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ბერლინის საერთაშორისო
ტურისტულ გამოფენაზე ITB Berlin წარადგინა. უწყების მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და
ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა
სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და
ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან. მათ შორის Bloomberg-ის,
Euronews-ის, BBC-ის, Wanderlust-ის, The Culture Trip-ის, Nat Geo Traveller-ის, World
Travel Cities Federation-ის მენეჯმენტთან, ასევე
UNESCO-ს,
aeroTELEGRAPH GmbH-ის, Beautiful Destinations-ის, Die Zeit-ის, Bild. De-ისა და
სხვებთან.
დეპარტამენტის
მენეჯმენტმა საერთაშორისო ღონისძიებაშიც IMM Germany მიიღო მონაწილეობა, რომლის
ფარგლებშიც შეხვედრები გერმანულენოვანი ქვეყნების ბეჭდური და ონლაინ მედიის
წარმომადგენლებთან გამართა. ITB Berlin მსოფლიოში
უმსხვილესი ტურისტული გამოფენაა, რომელშიც წელს 190 ქვეყანა იყო წარმოდგენილი.
წელს, მას 100 ათასზე მეტი
ვიზიტორი სტუმრობდა. გამოფენას აჭარის
ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე, ტურიზმის ეროვნული
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზურაბ პოლოლიკაშვილი
ესწრებოდნენ. წელს, აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების
პოზიციონირება ჯამში 12 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა, როგორც
ევროპაში, ისე აზიასა და მეზობელ ქვეყნებში.
იხილეთ გალერეა