აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

02 მაისი, 2025

აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ATM 2025-ზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. გამოფენის ფარგლებში უწყების მენეჯმენტმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა მსხვილ ტუროპერატორებთან, რომლებიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე  საქართველოს მიმართულებით გეგმავენ მუშაობას. გარდა ამისა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მედიის წარმომადგებლებთან და ინფუენსერებთან, რომელთა ჩართულობითაც სეზონზე აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტების რეკლამირება იგეგმება. გასული წლის მსგავსად, წელსაც იგეგმება პირდაპირი ფრენები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ბათუმის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არაბი ტურისტების ზრდას. დუბაის საერთაშორისო გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილეს ტურისტულ გამოფენას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში. წელს მასში მსოფლიოს 166 ქვეყნიდან 2800-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია და კომპანია მონაწილეობდა.  ჯამში გამოფენას 55 ათასზე მეტი ვიზიტორი დაესწრო.

 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოზიციონირებისა და ქვეყანაში ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, მილანის, ბუდაპეშტის, ჰელსინკის, ვილნიუსის, ტალინის, რიგის, ჩეხეთის ტურისტული გამოფენები. მიმდინარე წელს, სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციის მიზნით ინფლუენსერებისა და ბლოგერების ჩართულობით აქტიური ონლაინ სარეკლამო კამპანიები იგეგმება. 

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<ივნისი 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
222627282930311
232345678
249101112131415
2516171819202122
2623242526272829
2730123456

ცხელი ხაზი

577 90 90 93 (ტურისტებისთვის)

სოციალური ქსელები