აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ხულოსა და ქედაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

15 ივნისი, 2024

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე ხულოს და ქედის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ხულოს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ბაბანურის წყლის სათავე ნაგებობასთან მისასვლელი ახალი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია. 
გიორგი ცინარიძის განცხადებით, პროექტის შესაბამისად 2,32 კმ. სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა არმირებული ცემენტო-ბეტონის საფარი და აშენდება ხელოვნური და დამცავი ნაგებობები, მათ შორის 2 ახალი ხიდი. 
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის მოწყობა, ფერდობის მოჭრის და სავალი ნაწილიდან გრუნტის გატანის სამუშაოები. 
პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 4 500 000 ლარს. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. 
ასევე, ქედის მუნიციპალიტეტში, ცხმორისი-კოკოტაური-ძანაძეების მიმართულებით დასკვნით ეტაპზეა 1,5 კმ. სიგრძის გზაზე თანამედროვე სტანდარტების ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. 
„უკვე დასრულდა დამცავი ნაგებობების, გაბიონების, საყრდენი კედლების და სანიაღვრე არხების მოწყობა. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1 365 000 ლარს და სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება,“-განაცხადა გიორგი ცინარიძემ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
31272829303112
323456789
3310111213141516
3417181920212223
3524252627282930
3631123456

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები