აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი გზა გაიხსნა

01 ივლისი, 2024

გონიოსა და მახოს ხიდების დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 
პროექტი სამ ეტაპად განხორციელდა და საერთო ჯამში, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 6 კმ-მდე საავტომობილო გზას. 
დღეს გაიხსნა 2,2 კმ სიგრძის საავტომობილო გზა, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო სხვადასხვა სახის გზის დამცავი ნაგებობა, ბეტონის საყრდენი კედლები, რკინა-ბეტონის მილები. 
ასევე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე მნიშვნელოვანი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა. 
აღნიშნული მიმართულება ალტერნატიული გზის ფუნქციასაც შეითავსებს, რაც ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის განტვირთვას შეუწყობს ხელს. 
ახალი გზის რეაბილიტაციის დასრულების პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ცინარიძე, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნენ.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<აგვისტო 2025>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3128293031123
3245678910
3311121314151617
3418192021222324
3525262728293031
361234567

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები