2024-2025 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია
12 სექტემბერი, 2024
აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024-2025 წლების საშუალოვადიანი პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა.⤵️
🖊️აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2024 წლის ბიუჯეტი 59 824 980 ლარს შეადგენს.
🔵30 მიმართულებით მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და რეაბილიტაცია უტარდება 71,77 კმ. სიგრძის საავტომობილო გზას
🔵შენდება და რეაბილიტაცია უტარდება 22 ხიდს
🔵შენდება 217 საყრდენი კედელი
🔵ეწყობა 46 დამცავი და წყალარინების ნაგებობა
🔵90 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე ეწყობა ბეტონის საფარი
🔵ორმულად კეთდება 10 000 კვ.მ. საავტომობილო გზა
🔵ეწყობა 444 მეტრი სიგრძის წყალგამტარი მილები
🔵ჩამონაშალებისგან იწმინდება და შანდაგდება 1000 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა
🖊️2025 წლის ბიუჯეტი 67 509 000 ლარით არის განსაზღვრული.
🔵დაგეგმილია 33 მიმართულებით 91,32 კმ. სიგრძის
საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
🔵258 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მოწყობა
🔵10 000 კვ.მ. ორმული შეკეთება
🔵450 მეტრი სიგრძის წყალგამტარი მილების მოწყობა
🔵1000 კმ. სიგრძის გზის ჩამონაშალებისგან გაწმენდა, მოხრეშვა-მოშანდაგება
🔵90 კმ. სიგრძის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა
იხილეთ გალერეა