აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტი

აჭარის მუნიციპალიტეტებში საავტომობილო გზებზე თოვლის წმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

24 თებერვალი, 2025

მთელი ღამის განმავლობაში თოვისა და ქარბუქის შედეგად ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1,50 სმ აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 30-40 სმ-ია.
ქედის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50-60 სმ-ია.
შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 1 მეტრს აღწევს, ხოლო დაბალ ზონაში 50 სმ-ია.
ხულოს მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებში 70-80 სმ-ს აღწევს, ხოლო დაბაში 40 სანტიმეტრია.
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრებთან მისასვლელი საავტომობილო გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდის შემდეგ ტექნიკა გადაინაცვლებს შიდა სასოფლო გზების გასაწმენდად.

იხილეთ გალერეა


კალენდარი

<<
<სექტემბერი 2026>
>>
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
3631123456
3778910111213
3814151617181920
3921222324252627
402829301234
41567891011

ცხელი ხაზი

+995 (422) 24-85-19

სოციალური ქსელები